Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი - ცუდად მოვლილი ვენახები
ambebi.ge
22 September 2017, 14:20
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია. ვენახების ცუდად მოვლა კი საქართველოში იწყება იმით, რომ ადამიანი როდესაც აშენებს ვენახს, თითქმის არასოდეს აკეთებს ნიადაგის ანალიზს, რადგან ვენახის გამშენებელთა დიდ ნაწილს არა აქვს სათანადო ცოდნა, თუ რა საფეხურები უსწრებს წინ ვენახის გაშენებას. უბრალოდ ყიდულობენ ნერგს, რგავენ, აკეთებენ პლანტაჟს და ჰგონიათ, რომ ვენახი უკვე გაშენებულია. არადა, სათანადო შესწავლისა და ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე (ვენახის მოთხოვებთან შესაბამისობაში რომ მოვიდეს) ვენახის გაშენება უბრალოდ არასწორია. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთების შანსი მევენახეს აქვს ერთადერთხელ - ვენახის გაშენების წინ. წლების მერე, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს პრობლემებს, ხვდება, რომ თურმე ნიადაგში რაღაცა არ არის წესრიგში, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანია.

ერთი ჰექტარი ვენახის გაშენება ჯდება დაახლოებით 15 ათასი ამერიკული დოლარი და როდესაც ქართველი მევენახე ამხელა ინვესტიციას დებს, აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად დაგეგმოს და განახორციელოს. ვენახის გაშენების მეორე ეტაპზე არსებობს უკვე სხვა დიდი რისკი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად არაა ხოლმე გათვალისწინებული და ესეც Advertisement იმის ბრალია, რომ არცთუ ბევრი კარგი და მცოდნე მევენახე გვყავს. საუბარია ვენახების გაშენებაზე საკუთარ საძირეზე. ბევრი მევენახე უბრალოდ არ ირთულებს საქმეს და ე.წ. ამერიკული საძირის ნაცვლად, ვენახს თავის ბუნებრივ საძირეზე აშენებს, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე დიდი შეცდომაა და დიდი საფრთხის შემცველიცაა (სხვათა შორის ეს ევროპაში აკრძალიულია). რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ საკუთარ ფესვზე ვაზი თავისი ჯიშურობის გამოვლინებას 100%-ით ახდენს, რაც ძალიან კარგია, თუმცა დაავადებების მიმართ ასეთი ვაზი გამძლე საერთოდ არაა და ერთ დღეს მევენახემ ასე გაშენებული მთელი ვენახი შეიძლება უბრალოდ დაკარგოს.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი